საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობა აბაშის რაიონში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2015/02/05 21:45:43

გახშირებული პირუტყვის ქურდობა აბაშაში და ერთი მოკლული მწყემსი-ფერმერი


1 თებერვალს აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში მკვლელობა მოხდა. მოკლული სოფლის მცხოვრები ტოტია მესხიაა.

 

ტოტია მესხს დაუსახლებელ ტერიტორიაზე (გზიდან სამი კილომეტრის მოშორებით), ე.წ. ანჯერის მასივზე, საკუთარი კარავი ედგა, სადაც მსხვილფეხა პირუტყვს უვლიდა.

 

1 თებერვალს მის კარავს სამი მძარცველი დაესხა თავს. ბოროტმოქმედებმა ტოტია მესხია მოკლეს და იმ ღამითვე დატოვეს ტერიტორია. მეორე დღეს კი კვლავ მივიდნენ დანაშაულის ადგილას, პირუტყვი - 16 სული საქონელი - წაიყვენეს, ხოლო კარავს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდეს..

 

ცნობილია დამნაშავეების ვინაობა. ისინი უკვე დაკავებულები არიან.

 

იმავე დღეს, პირველ თებერვალს კიდევ ერთი დანაშაული მოხდა. ამჯერად აბაშის რაიონის სოფელ წყემში, ორი პიროვნება საქონლის ქურდობისას დააკავა პოლიციამ. როგორც ცნობილია, ისინი დღისით პირუტყვის დაკვლას და ხორცის სახით მოპარვას გეგმავდნენ. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დამნაშავის დაჭერა ადგილზევე მოახერხეს, ცნობილია მეორე დამნაშავის ვინაობაც, მან საკუთარი ავტომობილით ადგილიდან მიმალვა მოახერხა. იგი ძებნაშია. რაც შეეხება დაკავებულს, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა .. მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავეები აბაშის რაიონის სოფელ მარანის მცხოვრებლები არიან.

 

ნათელია, რომ ორივე დანაშაული ერთი და იგივე დღეს მოხდა. აბაშის რაიონის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო დროს კრიმინალმა ძალიან იმატა და მათ შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

 

„მარტო საქონლის მოპარვის შიში არ გვაქვს, უკვე გარეთ ქათმების დატოვებისაც კი გვეშინია. მშვიდი ძილი აღარ უნდა გვეღირსოს? ეს რა უბედურება ხდება. თითქმის ყოველდღე ვიგებ, ვიღაცას რაღაც მოპარეს, სადღაც ვიღაც მოკლეს და ეს „სადღაც“ თანდათან გვიახლოვდება ჩვენს სოფლებშიც..." - აცხადებს აბაშის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია