დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დატოვეს თანამდებობები სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის და იმერეთის ცენტრების უფროსებმა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/05 15:46:08

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრებში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული სააგენტოები გაერთიანდა და ერთ სამსახურად ჩამოყალიბდა. როგორც ცნობილი ხდება, მსგავსი გაერთიანება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოხდება.


რეორგანიზაციის შეგედად დაკავებული თანამდებობა დატოვა იმერეთის მომსახურების სააგენტოს უფროსმა არჩილ მუკბანიანმა და ქუთაისის ცენტრის უფროსმა ხათუნა ცანავამ. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს სოციალური მომსახურებს სააგენტოს ყოფილი უფროსი ხათუნა ცანავა.

გაერთიანებული სამსახურის უფროსის მოვალების შემსრულებლად ქუთაისის მომსახურების სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ჭიღლაძე დაინიშნა. სამ თვეში კი აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია