ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს ქალაქში, გამსახურდიას ქუჩა #36-ში მდებარე ყოფილი #27-ე საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობის გადმოცემა მოსთხოვა.
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას წლების მანძილზე გამოთქვამდნენ.
ქუთაისის მერია შენობის საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ მის რეაბილიტაციას გეგმავს.