დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Twinning პროგრამა - კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
2015/02/05 12:07:30

2015 წლის 4 თებერვალს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა Twinning პროგრამის ფარგლებში, თელავის, დმანისის და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნა. 

 

სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზება გაუკეთდა საინფორმაციო შეხვედრას კიბოს ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მიდგომების საკითხებზე, რომელსაც მოწვეული ექიმი-ონკოლოგი ტარიელ ჩიკიაშვილი უძღვებოდა. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სტადიების და გამოვლენის ფორმების, სხვადასხვა ონკოდაავადებების, სახელმწიფო სქრინინგ-პროგრამის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, დაავადების გავრცელების სტატისტკური მონაცმების შესახებ.


ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიდები“, რომელიც მოგვითხრობს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანების ცხოვრებას ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისის - მოწყალების სახლში. პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა.

 

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობაში გაარცელეს ეროვნული სქრინინგ-ცენტრის მიერ მომზადებული ბროშურები კიბოს თავიდან აცილების, სქრინინგ-პროგრამის და უფასო გამოკვლევების შესახებ.

 

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 4 თებერვალს აღინიშნება. ეს დღე დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიებაში, მსოფლიოს მასშტაბით, ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესმენები, მედია საშუალებები, თავად საზოგადოების წევრები, რათა გააცნონ ხალხს ის საშიშროება, რაც მათ ამ დაავადებით ემუქრებათ, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და შედეგები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ინფორმირებულობა ამ დაავადების მიმართ და მოხდეს მასთან ბრძოლის გზების დასახვა.

 

Twinning პროგრამა ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისპროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია