დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სკოლის დირექტორის ინიციატივა
2015/02/04 15:30:44

შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის  ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში დასაქმების კონსულტანტები მუდმივად ეძებენ ვაკანსიებს იმ შშმ პირებისათვის, რომლებიც  ორგანიზაციის ბაზაში არიან რეგისტრირებული.

 

ძიებისა და მეწარმეთა დარწმუნების პროცესი არც ისე მარტივია, თუმცა, არის შემთხვევა, როცა დამსაქმებულებს თავად უჩნდებათ სურვილი ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ითანამშრომლონ.

 

სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის ერთ–ერთი მაგალითია ქუთაისის მე–12 საჯარო სკოლა. ამ ურთიერთობის ინიციატორი კი სკოლის დირექტორი ნათია სულავა გახლდათ.

 

ნათია სულავა, მე–12 სკოლის დირექტორი: „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან  სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რომელიც ძირითადად სამოქალაქო განათლებას ეხება. თუმცა, ყოველთვის ვადევნებ თვალს ორგანიზაციის სხვა საქმიანობებსაც. ამიტომაც ვიცოდი შშმ პირების დასაქმების პროგრამის შესახებ,  სახელმწიფომაც  უკვე დაიწყო საქმიანობა  შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით  და მეც, როგორც ერთერთ, რიგით საჯარო მოხელეს, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში და როცა დარაჯის ვაკანსია გაჩნდა სკოლაში, გადავწყვიტე, რომ ამ კუთხითაც წარმართულიყო საქმიანი ურთიერთობა ჩვენ სკოლასა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის და ცენტრის დასაქმების კონსულტანტებს დავუკავშირდი.“

 

ბაზაში არსებული 93 დასაქმების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისგან  შეირჩა სკოლის დარაჯის კანდიდატურა. ნიკოლოზ ღვინიანიძე უკვე მეოთხე თვეა ქუთაისის მე–12 საჯარო სკოლაში მუშაობს.

 

„ნიკოლოზის შეზღუდული შესაძლებლობა საერთოდ არ ზღუდავს მის საქმიანობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ძალიან მოწესრიგებული ადამიანი. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, მისი პირადი საქმეც – რომელიც ნამდვილად სანიმუშოა. და რაც მთავარია, ის შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.“ –ამბობს ქალბატონი ნათია.

 

შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამა  ევროკავშირის ფინასნური მხარდაჭერით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სულ 60 შშმ პირის დასაქმებაა დაგეგმილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია