დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია მიუსაფარ ცხოველთა მეთვალყურეობისთვის 64 000 ლარიან ტენდერს აცხადებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/04 14:32:18

ქუთაისის მერია უპატრონო ცხოველთა მეთვალყურეობისთვის ექვსთვიან ტენდერს აცხადებს.  ტენდერის ღირებულება 64 000 ლარია. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, არასამთავრობო ორაგიზაციის რეკომენდაციით, ძაღლებზე ზრუნვა რომელიმე კერძო კომპანიას არ უნდა დაეკისროს და მუნიციპალურ სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს.


აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, 6 თვის შემდეგ უპატრონო ცხოველთა მეთვალყურეობისთვის მუნიციპალური საწარმო შეიქმნება, თუმცა თავშესაფრის ადგილმდებარეობის iსესახებ ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.


როგორც ბასილაძე აცხადებს, ქუჩაში გაშვებულ ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ და ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მისივე განმარტებით, ახალი ტენდერი ცხოველთა მოვლა-პატრონობისთვის გაუმჯობესებული პირობებს ითვალიწინებს.

შეგახსენებთ, რომ კერძო კომპანიამ, რომელმაც გასულ წელს ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თავშესაფარში მყოფი ძაღლები ქალაქში გაუშვა, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია