საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თითო სერიაში 10 000 დოლარი სააკაშვილის თამაშისთვის
2015/02/04 11:39:12

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში „კომედი შოუს“ მსახიობ ქართლოს ნატროშვილს თითო სერიაში 10 ათასი დოლარი შესთავაზეს.



ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა.



„გოგა ხაინდრავას ფილმში ქართლოს ნატროშვილისთვის (მიშას პაროდისტი) თითო სერიაში 10 000 დოლარი შეუთავაზებიათ (აბა, ჯანსაღ ლარს ხომ არ შესთავაზებდნენ?), იმას კიდევ არაოოო!!!
სად მიშა და სად ხაინდრავაო", - წერს კილაძე „ფეისბუქზე“.



როგორც ცნობილია, ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე იქნება. დავინტერესდით, მართლა შესთავაზეს თუ არა ნატროშვილს მიხეილ სააკაშვილის როლი.



- სტატია, რომ ვნახე, გადავიხარხარე. ელისო კილაძეს ჩემთვის არ დაურეკავს და არაფერი უკითხავს, ისე დადო ეს სტატუსი. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემთვის არავის დაურეკავს და ფილმში მონაწილეობა არ შეუთავაზებია. არც 1 ლარი შემოუთავაზებიათ და არც 10 000 დოლარი. ვინ იკვებება ამ სიცრუით, არ ვიცი. 


- რომ შემოგთავაზონ დათანხმდები?


- ბიძინა ივანიშვილმა ამ ფილმის გადაღება ერთი კვირის წინ დააანონსა, მაშინ ჟურნალისტებმა დამირეკეს და მკითხეს, შენი კანდიდატურა რომ განიხილონ, რას უპასუხებო და ვუთხრი, რომ არ მქონდა არანაირი სურვილი. შეიძლება აპირებენ და გეგმაში აქვთ რომ ეს როლი შემომთავაზონ, მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი უთქვამს.


- დიდი თანხა დასახელდა, სერიაში 10 000 დოლარი...


- იუმორისტული სერიალი რომ იყოს, შეიძლება მეფიქრა. პოლიტიკურ-დეტექტიურ სერიალებში მონაწილეობა არ მინდა. მელ გიბსონი რომ იღებდეს, ამ სერიას, მასაც უარს ვეტყვი. გოგა ხაინდრავასთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია. კონკრეტულად ციფრით მანიპულირებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. არ მსურს სერიალში მონაწილეობა.

 

წყარო: http://www.reitingi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია