ქუთაისში, ქალაქის მერის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების შესაბამისად, გამოცხადდა გზების რეაბილიტაციის ტენდერები. დაგეგმილია ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია ბეტონის საფარითა და ღვარსადენების მოწყობით.
სხვა ქუჩებთან ერთად უნდა მოეწყოს იოსელიანის ქუჩა, სოლომონ მეორეს ქუჩის მე-4 შესახვევი, სულხან-საბას ქუჩაზე 13 ბინასთან მისასვლელი გზა.
დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია სულხან-საბას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილ ტენდერზე ესაუბრა.