დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მდიდარი დედა
2015/01/30 15:32:29

ორმოცდათექვსმეტი წლის მინიატურული ინდოელი ქალბატონია სარიში. ინტერნეტში ბევრი ვეძებე, მაგრამ არატრადიციულ სამოსში ვერ ვნახე.

 

აურაცხელი სიმდიდრის კვალს მის გარეგნობაში ვერ შენიშნავთო, წერენ.

 

ბედნიერი სახით საუბრობს შვილებსა და გარდაცვლილ მეუღლეზე. არადა, ის ინდოეთის უმდიდრესი ქალბატონია. უფრო მეტიც, მასზე მდიდარი დედა ინდოეთში არავის ჰყავს. დღეს ის მსოფლიოს უმდიდრესი ქალების ათეულში და უმდიდრესი ადამიანების ასეულში შედის. 

გაიცანით- ეს ქალბატონი  სავიტრი ჯინდალია.

2005 წლამდე, ვიდრე მეუღლე საჰაერო კატასტროფაში  დაიღუპებოდა, სავიტრის წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ქონების პატრონი იყო მისი ოჯახი. როგორც ტრადიციულ მდიდარ ინდურ ოჯახებშია მიღებული, ის ბედნიერი იყო შვილებითა და დიასახლისობით, არაფერი  ეკითხებოდა სახლს მიღმა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცხრა შვილის დედა კომპანიის პრეზიდენტი გახდა. მართალია, მეტალურგიულ კომპანიას მისი ოთხი ვაჟი წარმართავს, მაგრამ  სავიტრი ჯინდალია ოჯახური კომპანიის ხელმძღვანელი და  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული კომპანიის Savitri Jindal&Family შემოსავალი 2005 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიას დედა ხელმძღვანელობს,  ქონება გახუთმაგდა, მაგრამ  სავიტრი ჯინდალი ბიზნესისგან თავს შორს  იჭერს და დროის უმეტეს ნაწილს საზოგადოებრივ საქმეს ახმარს, სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ამომრჩევლებთან ურთიერთობას უპირატესობას ანიჭებს.  ტრადიციად იქცა, რომ იქ სადაც ჯინდალ ჯგუფი ფაბრიკას აშენებს, ფაბრიკის  გვერდით სკოლა და საავადმყოფო აუცილებლად შენდება. ფაბრიკა, საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საავადმყოფო...  სავიტრი ჯინდალი ისეთი საქმიანობითაა დაკავებული, რაც  მის მშობლებს აღზრდის პროგრამაში არ გაუთვალისწინებიათ, მაგრამ ქალბატონი კმაყოფილია იმითი, რომ სიმდიდრემ მისი ცხოვრება შეცვალა, საშუალება მისც,ა სხვების ცხოვრებაც შეეცვალა. ფილანტროპია და სოციალური პროგრამები მისი აქტიური საქმიანობის სფეროებია.

ერთი შეხედვით, ცხრა შვილის დედას, რომელსაც ოთხი ვაჟიც ჰყავს, თითქოს, მილიარდებიანი საქმის მეთაურობა არ უნდა დაკისრებოდა,მით უფრო, ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც ინდოეთია. ჯინდალების ოჯახის ამბავი ინდურ არაკსაც ჰგავს,  სულხან საბას „ძალა ერთობაშიას“ არომატით.

Jindal Group-ის დამაარსებელმა მამამ  ქონება ხუთ თანაბარ ნაწილად გაყო - ოთხი ვაჟებს მისცა, მეხუთეს თავად განაგებდა. ყველა შვილი თავის კუთვნილ საქმეს უძღვებოდა ისე, რომ  ერთმანეთის საქმიანობაში არ ერეოდნენ. მამას  სახლიც კი  ამგვარი პრინციპით აუშენებია დელიში. ოთხივე შვილს საკუთარი სახლი აქვს, მაგრამ ოთხივეს ერთი სამზარეულო აერთიანებს. ტრადიციაც დაუმკვიდრებია , რომ, თუ რომელიმე ძმა  ახალ საქმეს იწყებს, ყველა ერთად თათბირობს  და საქმის დადებითსა თუ რისკებს ერთად არჩევენ.

მილიარდერი დედა მომხრეა, რომ მამის დანატოვარი ცხოვრების ფილოსოფია უცვლელი დარჩეს. ის ოჯახური ერთიანობის დარაჯია და ძმები ერთხმად აღნიშნავენ: „ჩვენ ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით, ჩვენ მეგობრული ოჯახი ვართ, დედა ჩვენი იმედი და დიდი სიყვარულია, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ძალა შეგვმატა და ეს საშინელი დანაკარგი დაგვაძლევინა “ .

 ... პრესაში ვერ მივაკვლიეთ  სავიტრი ჯინდალის დანარჩენი ხუთი შვილის ამბავს, შესაბამისად - ქალიშვილების. ალბათ, როგორც ტრადიციულ ინდურ ოჯახს შეეფერება, უკვე კარგახანია, დიდძალი მზითვით „პატრონებს ჩაბარდნენ“ და საოჯახო ბიზნესსაც აგრძელებენ.

 

წყარო: http://funtime.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია