დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისს ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვს“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/30 13:05:24

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ბრალდებას, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ  ევროპის 19 წლამდე  ასაკის  ჩემპიონატი ქუთაისში  არ ჩატარდება, ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი პასუხობს. მიქიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მერის სურვილის მიუხედავად არის მიზეზები, რომელთა გამოც ქუთაისი აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.


„ეს არის უცოდინრობის და ზედაპირულობის მორიგი გამოვლენა, რადგან რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ჩემპიონატისთვის შერჩეული ქალაქები ერთმანეთთან 80 კმ-იან არეალში იყვნენ. სამწუხაროდ, ქუთაისი ბევრად შორსაა თბილისიდან. თუმცა ქუთაისის მერის ინიციატივით, ჩემპიონატის გასამართად განიხილებოდა ალტერნატიული ვარიანტი: ქუთაისი-სამტრედია-ზესტაფონი-წყალტუბო, მაგრამ არის მეორე მოთხოვნა, რასაც ჩვენი ქალაქები ვერ აკმაყოფილებდნენ, ესაა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ორი 132 ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც ამ დროისთვის ქუთაისში არ არის. სახელმწიფო ვერ განახორციელებს ორი სასტუმროს მშენებლობას 2017 წლამდე და ვერც ინვესტორებს დავაძალებთ, რომ ქუთაისში სასტუმროები ააშენოს, ეს არის  მიზეზი,  რის გამოც ჩემპიონატი ქუთაისში ვერ ჩატარდება და  არა მერის უმოქმედობა.“ - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია