დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მობილური ტრენინგ-ცენტრი ჭიათურაში
2015/01/30 12:40:24

მობილური ტრენინგ-ცენტრის საშუალებით ორგანიზება გაუკეთდა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრას ჭიათურის  მუნიციპალიტში, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქალაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე პედაგოგები,  მშობლები და თემში მცხოვრებლები ესწრებოდნენ.  სულ შეხვედრაში 118 პირი მონაწილეობდა.

 

 

საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას განმანათლებლებმა მონაწილეებს ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით  მიაწოდეს ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თანატოლგანმანათლებლებმა გაავრცელეს ბუკლეტები თამბქოს, ალკოჰოლიზმის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, აივ ინფექცია/შიდსის, ნარკომანიის, ჯანსაღი კვების, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების საკითხებზე. საჯარო სკოლებს გადაეცათ ცხოვრების ჯანსაღ წესზე მომზადებული სასარგებლო ინტერნეტ რესურსების პოსტერები.

 

 

სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებული იქნა პროექტისშიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის  და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობაფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრიაშშ საელჩოს  (US Embassy Tbilisi, Georgia)  ფინანსური მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია