დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მედიკამენტებზე ფასების ზრდა არაკონკურენტულმა გარემომ გამოიწვია“ - მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/30 12:15:40

„ავერსმა აფთიაქებში ექიმები მიიყვანა რეცეპტის გამოსაწერად“

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია მედიკამენტებზე ფასების მატებას ეხმიანება. როგორც პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაია აღნიშნავს, მედიკამენტებზე ფასების მატება სააფთიაქო ბაზარზე არაკონკურენტულმა გარემომ გამოიწვია.


„აფთიაქებში რეცეპტების სისტემის შემოღება თავისთავად კარგია, მაგრამ ისედაც მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფ სააფთიაქო ქსელებს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, „ავერსმა“ აფთიაქებში ექიმები მიიყვანა. ეს სულაც არ იქნებოდა ცუდი, ექიმი მართალც რომ უწევდეს სამედიცინო მომსახურებას პაციენტს, მაგრამ ის მხოლოდ რესეპტის გამოსაწერად ზის და სხვა დანიშნულება არ აქვს. ამიტომ არის, რომ ბაზარზე არაკონკურენტული  გარემო შეიქმნა და მცირე სააფთიაქო ქსელები ცუდ დღეში აღმოშნდნენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ დიდი კომპანიები ფასების თვითნებურ მატებას ახდენენ. მივმართავ დავით სერგეენკოს, არსებულ სიტუაციას გადახედოს და დააწესოს რეგულაცია, რომელიც ყველა აფთიაქს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ყველას კარგად გვახსოვს, არჩევნმებამდე ბიძინა ივანიშვილი როგორ ემუქრებოდა „ავერსს“ მაღალი ფასების გამო, დღეს კი თავად უწყობს ხელს ამ კომპანიას მოსახლეობის ხარჯზე გაცილებით ბევრი ფული აკეთოს,“ - აღნიშნავს გოგი წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია