საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი რეგიონის 2015 წლის პრიორიტეტებს ასახელებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/29 20:47:16

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2014 წელს შესრულებულ სამუშაოებსა და 2015 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.


გუბერნატორის განცხადებით, 2014 წელს იმერეთის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები 100%–ით შესრულდა, თუმცა ხარვეზები პროექტების შეძენის კუთხით გამოიკვეთა, რის გამოც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლემდა ტრენინგიები გაიარეს და სანიმუშო სატენდერო წინადადებებიც მიიღეს, რადგან მომავალში სატენდერო მოთხოვნების პრობლემის გარეშე ატვირთვა მოხდეს. მეფარიშვილმა იმ ძირითად ორ საკითხზე ისაუბრა, რომლებიც იმერეთში 2015 წლის პრიორიტეტებად სახელდება.


„ვინაიდან 2014 წელი წარმატებით გავიარეთ, აქტიურად დავიწყეთ მსჯელობა 2015 წლის გეგმებზე. გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს ჩვენი მოთხოვნები გავაცანით და  რეორგანიზაციებსა  და კონკურსებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. როგორც ცნობილია, იმერეთისთვის 2015 წელი 2 პრიორიტეტის გადაჭრის წლად გამოვაცხადეთ: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოების კრიტიკაზე დროული და სწორი რეაგირება. ესაა საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ვგეგმავთ. ასევე ვიმსჯელეთ ბაღების რეაბილიტაციის პროცესზე“–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია