საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უტენდეროდ მიღებული ბიუჯეტის 40 ათასი ლარი
2015/01/29 17:10:02

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია, – რომ საინფორმაციო მომსახურება შეისყიდოს ტენდერით, კონკრეტული ა(ა)იპ-ის სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად, – არც ხარაგაულის დღევანდელმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა, წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად.

 

2015 წლის 28 იანვარს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წინადადების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის“ განსაზღვრული თანხა, 40 ათასი ლარი, სუბსიდიის სახით მთლიანად გადასცა მუნიციპალიტეტის გაზეთს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული.“

 

ტენდერის გამოცხადებით ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო უკეთესი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება შეესყიდა გაცილებით ნაკლებ (შესაძლოა, მეოთხედ) ფასად; დაზოგილი საბიუჯეტო თანხა, 30 ათასი ლარი, კი მიემართა მოქალაქეების საჭიროებების დასაფინანსებლად.

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს „ტელერადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისათვის“ ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში 25 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. აღნიშნული თანხაც სუბსიდიის სახით მიიღო საკრებულოსგან დაფუძნებულმა გაზეთმა ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული.“

 

„ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ხშირ შემთხვევაში ა(ა)იპ-ების სუბსიდირება ხორციელდება ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც თავისი არსით არ არის სუბსიდია და წარმოადგენს მომსახურებას ან სამუშაოს, რომლის შესყიდვა უნდა განხორციელდეს შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში (იხ. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2012-2013 წლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვისა და შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული აუდიტების შესახებ ვებგვერდზე www.sao.ge).

 

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება რომ მნიშვნელოვან თანხას იხდის მთავრობისგან კონტროლირებად გაზეთში, ეს ფაქტი ასევე აისახა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. (გვ.25)

 

წყარო: http://chemikharagauli.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია