დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის პოსტზე გელა ჭიჭინაძის კანდიდატურა განიხილება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/29 15:00:37

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი კვლავ არ ადასტურებს ინფორმაციას მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. როგორც მეფარიშვილმა PSNEWS.GE-სთან საუბარში განაცხადა, ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და პრემიერ-მინისტრი მისი სხვა  სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას არ გეგმავს.

 

ჩვენს კითხვაზე ფლობს თუ არა ინფორმაციას მის შესაძლო შემცვლელად გელა ჭიჭინაძის დასახელების შესახებ, გუბერნატორი პასუხობს:

 

„მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩემამდეც მოვიდა ეგ ინფორმაცია, რომ თითქოს ჩემს შემცვლელად გელა ჭიჭინაძე სახელდება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მაგ  ფაქტს  გელაც უარყოფს. რატომ სახელდება მისი კანდიდატურა, ჯობია გელა ჭიჭინაძემ თავად გააკეთოს განცხადება“.

 

ეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მეფარიშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მეფარიშვილის შემცვლელად მსახიობ გელა ჭიჭინაძეს მოიაზრებენ, რომელიც ნინო ბურჯანაძის კადრია.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით PSNEWS.GE მუშაობას აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია