საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იპოთეკით დაზარალებულები გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/29 12:51:07

იპოთეკით დაზარალებულებმა დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს. „იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო საბჭომ“ ხელისუფლებას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაშვების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. საბჭოს თავმჯდომარის დარეჯან სულაქველიძის განცხადებით, ხელისუფლებამ იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლებების შეჩერება და დახმარება ვერ შეძლო.


„გუშინაც იყო გამოსახლების ფაქტი, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით 2 კვირით შეჩერდა, თუმცა ამით არაფერი იცვლება. მევახშე  2 კვირის შემდეგ მივა და 70 წლის ქალს ავადმყოფ შვილიშვილთან ერთად ქუჩაში გაუშვებს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ და არც ქირის გადახდა შეეძლებათ. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, საკუთარი მოქალქეების დაცვა. ამდენი ხანია, მოვითხოვთ დაბალპროცენტიან სესხს, მაგრამ უშედეგოდ. მივმართავ ხელისუფლებას დაიწყოს საკუთარ ხალხზე ზრუნვა და არ მისცეს ბანკებს გამოსახლების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გავმართავთ და არ გავჩერდებით, ვიდრე სასურველ შედეგს არ მივიღებთ,“ - განაცხადა დარეჯან სულაქველიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია