საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლების უსუსურობა თუ სახაზინო მომსახურების ხარვეზები?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/29 12:26:48

ქუთაისის მერიის და აიპების თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. აღნიშნულ ფაქტს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების დარიგება ვერ უზრუნველყო.


პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაიას ხელისუფლების უსუსურობაში ადანაშაულებს.


„ის ფაქტი, რომ მერიაში ხელფასები არ დარიგდა, არაა ჩემი წუხილი, მაგრამ, ის რომ ბაღებში, სკოლებში, მუზეუმებსა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში ხელფასები არ დარიგდა არის ტრაგედია, რადგან ამ ადამიანებს, რომელთაც მიზერული ხელფასები აქვთ ბანკის ვალები ახრჩობთ და პროცენტები ემატებათ. მართალია ხელისუფლებამ გააფთხილა “ვითიბი“ ბანკი რომ პროცენტები არ დაერიცხათ, მაგრამ ამ ადამიანებს სხვა ბანკის და ლომბარდების ვალები აქვთ. ეს არის ხელისუფლების უსუსრობა, აღნიშნავენ, რომ სახაზინიო სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია პრობლემა. თუ იცოდნენ, რომ პრობლემა შეიქმნებოდა, ხომ შეიძლეობდა ადრე დაეწყოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება, ან ხელფასი დაერეიგებინათ და თებერვალში გადასულიყვნენ სახაზინო სისტემაზე?“-განაცხადა გოგი წულაიამ.


წულაიას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. ირაკლი ავალიანის განხცადებით, ეს ხელფასების დარიგება ახალი კანონმდებლობით არ არის მერიაზე დამოკიდებული, რადგან სახაზინო მომსახურებაზე გადავიდნენ, ამავდროულად აღნიშნავს, რომ ხელფასის დარიგების დროს აცდება ხშირა ყოფილა, ხელფასი ხან 22-ში, ხანაც 30-ში ირიცხებოდა, ამიტომ აღნიშნავს, რომ ვადები დარღვეული არ არის და ხელფასი თვის ბოლომდე დარიგდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია