დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირმა ბარაბაძე: „უკვე ჩემი ყველა დღე „შაინით“ იწყება“
2015/01/28 18:34:49

„უკვე ყველა დღის გათენება მიხარია, საქმიანი ადამიანივით ვიღვიძებ და მეც სამსახურში მივდივარ, სალონი „შაინი’’ უკვე  ჩემი მეორე სახლია, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს’’ –ამბობს ირმა.


ირმა ბარაბაძემ და ესთეტიკური სილამაზის ცენტრის „შაინის’’ დამფუძნებელმა ხატია ბედინაშვილმა ერთმანეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმზე გაიცნეს, რომელიც შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

 

ფორუმზე ირმამ თავისი ნამუშევრები – ნახატები და ესკიზები  წარმოადგინა.  დასაქმების ფორუმის ფორმატი საშუალებას იძლეოდა, დამსაქმებლები იქვე გასაუბრებოდნენ  მათთვის სასურველ კანდიდატებს.  მათი გასაუბრებაც სწორედ ფორუმზე შედგა.


სოფიო კუპატაძე, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დასაქმების კონსულტანტი: „შაინის’’ დამფუძნებელმა,  ქალბატონმა  ხატიამ  ფორუმში მონაწილეობის შეთავაზება დაუყოვნებლივ მიიღო. თავიდავე აღნიშნა, რომ, თუ მათთვის საჭირო უნარ–ჩვევები ექნებოდა ბენეფიციარს, სტატუსი გადამწყვეტი არ იყო.“

 

ფორუმიდან ცოტა ხანში ირმას და „შაინის’’  სამსახურეობრივი ურთიერთობაც დაიწყო.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამსახური, მთავარია, რომ მთელი დღეები სახლში არ ვზივარ, მთავარია, რომ გარეთ გამოვედი. ამასთანავე მსოფლიოში საუკეთესო უფროსი მყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მე საკუთარი თავის, შესაძლებლობების რეალიზება შევძლო.“ – ამბობს ირმა.

 

   
ხატია ბედინაშვილი
ხატია ბედინაშვილი:  ჩემი დიდი სურვილია,  ყოველთვის შევიტანო წვლილი კარგი საქმის კეთებაში. ამას ისიც ემატება, რომ ირმას აქვს მხატვრული ხედვა, დიზაინერი ნიჭი და ეს ჩვენ ძალიან გამოგვადგება, ის მალე დაასრულებს თაიგულების კეთების შესწავლას და მერე უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებს მუშაობას. თან ჩვენ ურთიერთობას ისეთი პირი უჩანს, ირმა უსაქმოდ არასდროს იქნება. „შაინი’’ მომავალში გაფართოებას გეგმავს, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ, კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლოთ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია