დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ემზარ კვიციანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
2015/01/28 17:57:21

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც პროცესის დაწყებამდე კვიციანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებდა , დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. 
ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.



პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. კვიციანი რუსეთიდან საქართველოში გასული წლის თებერვალში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კვიციანი აეროპორტშივე დააკავეს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია