დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოროშენკო – არ შეგვიძლია, რუსეთის არმიას წინ აღვუდგეთ
2015/01/28 16:44:33

რუსეთს ყველაზე დიდი და ძლიერი არმია ჰყავს მსოფლიოში, ჩვენ არ შეგვიძლია, მას წინ აღვუდგეთ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლონური ტელევიზია TVN24-ის ეთერში განაცხადა. მან რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.


პოროშენკოს თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებისთვის.


"ჩვენ შევქმენით ახალი არმია, რომელსაც ტერორისტების შეკავება შეუძლია, მაგრამ სამხედრო ძალებით ამ კონფლიქტს ვერ დავასრულებთ. რუსეთს მილიონი ჯარისკაცი ჰყავს, ყველაზე დიდი და ძლიერი არმია მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია, მას წინ აღვუდგეთ", - განაცხადა პოროშენკომ.


მისივე თქმით, უკრაინა თავის ვალდებულებებს ასრულებს მაშინ, როდესაც რუსეთი მინსკის შეთანხმებას ამ დრომდე უგულვებელყოფს.

 

წყარო:http://interfactnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია