დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინფორმაციო კამპანია „ნუ მოწევ!“
2015/01/27 17:38:36

2015 წლის 27 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამის  „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის  და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია გამართეს სახელწოდებით „ნუ მოწევ!“

 

სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა პოსტერები და ბროშურები თამბაქოსგან გამოწვეული რისკების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის  მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა.

 

 

საინფორმაციო კამპანია  ორგანიზებული იქნა პროექტის „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის  და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი,  აშშ საელჩოს  (US Embassy Tbilisi, Georgia)  ფინანსური მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია