დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, ყოფილ საავადმყოფოში მალე დევნილები დასახლდებიან
2015/01/27 16:20:55

იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს უახლოეს პერიოდში ქუთაისში ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109-ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს.

 

ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 109 ბინიდან უმრავლესობა ოროთახიანი. 46 ბინა-ერთოთახიანი, 12 ბინა კი - სამოთახიანია. აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია. საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ყველა საცხოვრებელ ბინა სინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობელი. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.

 

 

თებერვალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად 109 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს. მშენებლობაზე 160-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 5 560 000 ლარი შეადგინა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია