დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შშმ ბავშვთა დღის ცენტრების განვლილი 2014 წელი
2015/01/26 14:04:36

იმერეთის რეგიონის სამ ქალაქში, ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში ფუნქციონირებს   შშმ ბავშვთა დღის ცენტრები,  ცენტრებს ადმინისტრირებას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს, პროექტი შშმ პ–თა ხანდაზმულთა და ოჯახური მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ,,შშმ პირთა დღის ცენტრების ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 


სამივე დღის ცენტრში ყოველდღიურად მომსახურებას 52 შშმ ბავშვი იღებს. თითეული ბავშვისთვის მზადდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა მათი აბილიტაციის და რეაბილიტაციის საჭიროებებზე დაყრდნობით, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, ცენტრში მოყვანისა და შინ დაბრუნების მიზნით ორგანიზება უკეთდება ბენეფიციართა ტრანსპორტირებას. თითეული მათგანი  ჩართულია ინტეგრირებულ, განმავითარებელ და საგანმანათლებლო პროგრამებში. მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში, შრომით თერაპიულ აქტივობებში, მათთვის ეწყობა ექსკურსიები, საჭიროების შესაბამისად უტარდებათ სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსი. იღებენ ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგის და სპეციალურად მომზადებულ მზრუნველის მომსახურებას.

 

გთავაზობთ ინტერვიუ  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების კოორდინატორთან დიანა ჯანაშიასთან.

 

- ქალბატონო დიანა, შეაჯამეთ 2014 წელი,  როგორი იყო შშმ ბავშვთა დღის ცენტრების განვითარების კუთხით

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო იმ 70–მდე ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს, ვინც 2014 წელს დახმარების ხელი გაუწოდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების  ცენტრის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს - ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში. რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ დღეს ვერ ვისაუბრებდით იმ წარმატებებზე, რასაც მივაღწიეთ 2014 წელს. ჩვენი ადგილობრივი და უცხოელი დონორებისა და მხარდაჭერების მეშვეობით მოხდა ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა-მოწყობა, სენსორული ინტეგრაციის პროგრამის პაკეტის განვითარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სისტემური პროგრამებისა და აქტივობების განვითარება.  აქვე უნდა აღვნიშნო რომ   2014 წლის ბოლოს გამოვავლინეთ  ქუთაისის შშმ ბავშთა დღის ცენტრის ,,ოქროს სპონსორი’’ – ეს ტიტული მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალს’’ ხვდა წილად.

 

2014 წლის ნოემბერში  კი  ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, სოციალური მომსახურეობისა სააგენტომ, ჩვენმა დონორმა მოგვიმზადა. საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობისა სააგენტო სრულად, ,,სიღარიბის ქულების’’  მიუხედავად, დააფინანსებს შშმ ბავშვის დღის ცენტრების მომსახურების პროგრამას. მარტო 2014 წელს ორგანიზაციის 13 ბენეფიციარი იმყოფებოდა 75% სახელმწიფო დაფინანსებით, დარჩენილი 25%–ის  გადახდა მშობელს უწევდა. მშობელთა 90% ვერ ახერხებდა ამ ხარჯების დაფარვას და ორგანიზაციას მუდმივ რეჟიმში უწევდა ამ თანხების მობილიზება დამატებითი დაფინანსების მოძიებით. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს არამარტო შშმ ბავშვების მშობლებს, არამედ დღის ცენტრებსაც.

 

ასევე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას შშმ დღის ცენტრების ბენეფიციარებისათვის  სენსორული ინტეგრაციის სრული პაკეტის შექმნა წარმოადგენდა.  რაც გულისხმობდა,  როგორც სენსორული გარემოს, ასევე სენსორული სათამაშოების შექმნას.

2014 წლის ბოლოს ორგანიზაციამ ონლაინ ფონდების მოძიებით შეაგროვა $5760. აღნიშნული თანხით მოხდება პორტატული (მოძრავი) სენსორული ოთახის შეძენა, რას საშუალებას მიცემს სამივე დღის ცენტრს პერიოდულად ისარგებლოს სენსორული ოთახით.

ამ სიახლეს დღის ცენტრების პერსონალიც  მომზადებული  შეხვდა. გასული წლიდან  დაიწყო დღის ცენტრების პედაგოგებისა და პედაგოგის ასისტენტების გადამზადება სენსორულ ინტეგრაციასა და  სენსორული სათამაშოების გამოყენებაზე, კერძოდ თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება  ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოებისას.

პედაგოგები  და ასისტენტები ორგანიზაციის   ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC)’’ წარმომადგენლებმა გადაამზადეს.  კერძოდ ოკუპაციურმა პედაგოგებმა ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგ კურსი სენსორულ ინტეგრაციაზე, ადგილზე დაამზადებინეს პედაგოგებს სენსორული სათამაშოები და პრაქტიკულად აჩვენეს,  თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება.

ოკუპაციურმა პედაგოგებმა ასეცე შეაფასეს   დღის ცენტრის ბენეფიციარები, შეფასების შედეგების შესაბამისად მოხდა  ახალი ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენა, რაც პედაგოგებს საშუალებას მისცემს ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობისას უფრო რეალურ და ეფექტურ შედეგზე გავიდეს.

 

– რა პრობლემები და საჭიროებები  არსებობს დღე დღეობით დღის ცენტრებში?

 

- მიუხედავად იმისა რომ სამივე დღის ცენტრს ერთი მმართველი გუნდი ყავს, არის რიგი საჭიროებები, რაც დამახასიათებელია სპეციფიკურად კონკრეტული ქალაქისათვის. ასე მაგ, ქუთაისში უკვე დიდი ხანია რაც დგას დღის ცენტრის შენობის პრობლემა. დღის ცენტრი 2008 წლიდან ქირაობს შენობას, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აღნიშნული საკითხი სამტრედიასა და თერჯოლაში მოგვარებულია. ამ ქალაქებში დღის ცენტრები 10 წლიანი უზურფრუქტის ხელშეკრულებით არიან განთავსებული მუნიციპალურ ბაღების შენობაში.

 

ასევე, სამივე დღის ცენტრს სერვისების განვითარების კუთხით ჭირდება ფინანსური და ადამიანური რესურსები. მნიშვნელოვანია განვითარდეს ფუნქციური და პრაქტიკული გაკვეთილების რაოდენობა - ეგრეთ წოდებული არტ თერაპიული გაკვეთილები. მაგ.მუსიკა, ხატვა,ფოტოგადაღება, სასცენო ხელოვნება,ძერწვა. ორგანიზაციას ქონდა გამოცდილება აღნიშნული თერაპიული გაკვეთილების არსებობის, რომელმაც დადებითი ზეგავლენა იქონია ბავშვების ხასიათისა და თვისებების ჩამოყალიბებაზე. სამწუხაროდ არტ თერაპიული გაკვეთილები მოხალისეობრივ დონოზე ხორციელდებოდა და არ გამოირჩეოდა დიდი სიცოცხლის უნარიანობით. ამიტომ ამ კუთხით ცენტრის სერვისების განვითარება კვლევაც აქტუალურია და საჭიროებს ფინანსურ თანადგომას.

 

როგირია 2015 წლის გეგმები .....

 

- 2015 წლის ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამივე დღის ცენტრებში სერვისების განვითარებას, რისი მიღწევაც დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციისა გარეშე შეუძლებელი იქნება. დიდი იმედი გვაქვს მიზნის მიღწევაში ჩვენი არსებული პარტნიორების მხარდაჭერის. ასევე ვიმედოვნებთ რომ 2015 წელი იქნება ახალი კავშირების, მხარდამჭერებისა და დღის ცენტრის ერთგული მეგობრების შეძენის წელი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია