2015 წლის 25 იანვარს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის პროგრამა „ახალგაზრდებში ნდობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა ონლაინთამაშების საშუალებით“ ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდა მორიგ ონლაინ თამაშს, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში მშვიდობის, ნდობისა და ურთიერთგაგების პრინციპების დანერგვა, კონფლიქტურ სიტუაციებში აუცილებელი უნარების ამაღლება.
სემინარი Play2Talk-ის საშუალებით ქუთაისელი ახალგზრდები დაუკავშირდნენ აფხაზეთში (ოჩამჩირე, გაგრა) მცხოვრებ თანატოლებს. მონაწილეები დაიყო ორ შერეულ, წითელ და ლურჯ გუნდებად, მიეცათ კონკრეტული დავალებებები და უზრუნველყვეს მათი შესრულება. პარალელურ რეჟიმში მონაწილეები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებდნენ „skype“-ს საშუალებით.
სემინარი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.