დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემს დისშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში სულს წამებით ხდიან!"–ლიანა გურეშიძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/23 21:21:06

2015 წლის 20 იანვარს ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კვების ობიექტიდან გამოსული მოქალაქე ლევამ მუკბანიანი ორ მეგობართად ერთად პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის დააკავეს. როგორც მუკბანიანის ახლობლები აცხადებენ, მას ოჯახი 5 საათის განმავლობაში ეძებდა. მათივე მტკიცებით, რომ დაკავებული ნაცემია. აღენიშნება სისხლჩაქცევები ზურგის არეში და დაზიანებული აქვს ყბა. ლევან მუკბანიანი წარსულში ნასამართლევია და ის 2013 წლის იანვარში გათავისუფლდა.


"ჩემი დისშვილი, რომელიც ბუნგალოშ მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს სასტიკად არის ნაცემი, არ ვამბობ, რომ ის ანგელოზია და დანააული არ ჩაუდენია, მაგრამ მეგონა დამთავრდა და ციხეებში წამება აღარ ხდებოდა. ლევანი 2013 წლის იანვარში შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა, მაგრამ წამებისგან ფსიქოლოგიური ტრამვები მიიღო, მესმის რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა მოკლან? სახის და ზურგის მიდამოებში სილურჯეები შეიმჩნევა, რაც ადასტურებს, რომ ნაცემია. მან თვითონ გვითხრა, რომ წამებით კლავენ და ვუშველოთ. მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოხდეს გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩემს დისშვილს მოკლავენ მეც თავს შევაკლავ და ამ ამბავს გამოუძიებელს არ დავტოვებ“-განაცხადა ლიანა გურეშიძემ.


 ცნობისთვის: შსს- პრეს-სამსახურის განცხადებით, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის საფუძველზე დააკავეს. რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე მას ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს, რომ დაკავებულს არავითარი დაზიანება არ აღენიშნება. სამინისტროს ინფორმაციით ოჯახის წევრებს საკითხის გასარკვევად შეუძლიათ გენერალურ ინსპექციას მიმართონ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია