საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის განხილვა გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/23 19:56:33

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ორგანიზებით ფილოლოგ ბადრი ბუხაიძის წიგნის „ლაზარე-ჟამი მოსვლისა, ანუ ვინ ვართ, რანი ვართ“ პრეზენტაცია და განხილვა მოეწყო.

წიგნი ქართული ენის მნიშვნელობასა და მსოფლიო ენებს შორის ადგილის დაკავებას შეეხება.

ავტორი ცდილობს მოძებნოს კაცობრიობის პრეისტრიულ პერიოდში ქართული კვალი და დაამტკიცოს, რომ ქართული არის მსოფლიო ენების დედაენა.

 „საოცარი ენის პატრონი ვართ, თუმცა საკითხავია, როგორ ვუვლით ჩვენს ენას. სამწუხაროდ ბარბარიზმებმა ბევრი ქართული სიტყვა ჩაანაცვლეს, რასაც ტელევიზიები აქტიურად უწყობენ ხელს. ჩვენი ვალია დავიცვათ და მოვუაროთ ჩვენს ენას.  განხილულია ქართული ეთნოსი და დამწერლობის  პრეისტორია. წიგნში 70–ზე მეტი სიტყვაა გაშიფრული“–განაცხადა ბადრი ბუხაიძემ.

განხილვას მეცნიერები, ენათმცოდნეები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. წიგნმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია