სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“’ ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში იმერეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და მართვა’’. პროგრამის კოორდინატორმა იმერეთის მხარეში, ნათია ნამიჭეიშვილმა და მცირე გრანტების კოორდინატორმა, თეა შელიამ, ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს პროექტის წერისა და მართვის ძირითადი საკითხები, განაცხადის ფორმა, განხორციელების გემა და ბიუჯეტი. ტრენინგს 23 პედაგოგი ესწრებოდა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.