დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მობილური ტრენიგ ცენტრი – მიკროავტობუსმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მთელი იმერეთი შემოიარა
2015/01/23 17:54:05

პროექტის „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა“ ფარგლებში წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ერთობა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ შეუერთდა. მოსწავლეებმა  მოამზადეს პლაკატები, მოაწყვეს პრეზენტაციები დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ, ისაუბრეს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ C ჰეპატიტი. 


პროექტს შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უკვე 5 თვეა ახორციელებს, თუმცა, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე აქვს – პროექტის ფარგლებში ბევრი სხვადასხვა აქტივობა განხორიციელდა.


ილიკო ნაცვალაძე, მობილური ტრენინგ ცენტრის ადმინისტრატორი: პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ინფორმირებულობის დონის გაზრდას ნარკოტიკების უკანონო მოხმარების, მასთან დაკავშირებული რისკების, მათ შორის აივ/შიდსით დაავადების შესახებ, სათანადო განათლების და ინფორმაციის მიწოდების გზით. პროგრამის განხორცილების პირველ ეტაპზე  შეიქმნა მობილური ტრენინგ ცენტრი რის ფარგლებშიც  მოხდა მიკროავტობუსის აღჭურვა მობილური ტრენინგ-ცენტრისთვის საჭირო მოწყობილობებით. მიკრო ავტობუსმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის მთელი იმერეთი შემოიარა.  ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ-სემინარების ციკლი ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე  იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში.  ტრენინგ-სემინარების მონაწილეთა შერჩევა მოხდა სამოქალაქო კლუბების (რომლებიც დაფუძნებულია PH  International და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში) წევრი მოსწავლეებიდან. მათი შერჩევისას გათვალისწინებული იყო  თითოეულის  მოტივაცია  და  დაინტერესება ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებით.“

                                                                      

ტრენინგებზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი - გარემო და შესაძლებლობები, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი, ზოგადი ჰიგიენის წესები, ჯანსაღი კვება; თამბაქო, მოწევის მიტოვება და პრევენცია, ალკოჰოლი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, წამალთადამოკიდებულება, ნარკომანია, პირადი ჰიგიენა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები, აივ ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი, ჰეპატიტები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა.  სულ ჩატარდა 12 ტრენინგ-სემინარი ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე,  რომელსაც საერთო ჯამში  333 პირი  დაესწრო.


ილიკო ნაცვალაძე: „ტრენინგ-სემინარების შემდეგ ტრენერის და განმანათლებლების მიერ ხდებოდა თანატოლგანმანათლებლების შერჩევა. ტრენინგ-სემინარებში მონაწილე 333 ახალგაზრდიდან შეირჩა 80 თანატოლგანმანათლებელი, რომლებიც  აღჭურვილი არიან ახალი უნარ-ჩვევებით ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე; ისინი აქტიურად მუშაობენ პროგრამის განმანათლებლებთან ერთად და გეგმავენ სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებს, დისკუსიებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიებს, პრეზენტაციებს და ა.შ. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა და გამოიცა 8 თემატიკის ტრიფლეტები ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების, აივ ინფექცია/შიდის, სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების, ჯანსაღი კვების, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის თემებზე, რომლებსაც განმანათლებლები სასწავლოსაინფორმაციო შხვედრების მიმდინარეობისას ავრცელებენ თემის მაცხოვრებლებში. ამ  2684  პირმა მიიღო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე,  სასწავლო საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება კვლავ აქტიურად გრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პროგრამის  ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში“. 

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია