საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას ჰპირდება ქუთაისის მერი კერძო კომპანიას
2015/01/22 15:56:40

ქუთაისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა სამკერვალო კომპანია „იმერი“ დაათვალიერეს. საწარმო წარმოადგენს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტანსაცმლის მწარმოებელ სამკერვალო კომპანიას, სადაც ტექნოლოგიური პროცესები კომპიუტერული სისტემით იმართება.

 

„იმერის" ძირითად პარტნიორებს შორისაა ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიცაა გერმანული ფირმა „ლებეკი“. საწარმო ფირმასთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს. „იმერი" ასევე აქტიურად თანამშრომლობს თურქულ და იტალიურ კომპანიებთან. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ადგილობრივი ბაზრებზე.

 

„სამკერვალო კომპანია „იმერს“ 89-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა ქუთაისში. კომპანია დიდ საქმეს აკეთებს ქალაქისთვის, საწარმოში დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მცხოვრები. ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი ქარხნების დათვალიერება, რათა კიდევ ერთხელ ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში. ასევე გვექნება შეთავაზებები, რა დახმარება შეგვეძლება გავუწიოთ ადგილობრივი რესურსით,“ - განაცხად ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

 

წყარო: https://www.facebook.com/profile.php?id=100007780745249

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია