დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მობილური ტრენინგ-ცენტრი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
2015/01/22 15:48:15

2015 წლის 22 იანვარს  მობილური ტრენინგ-ცენტრის საშუალებით მორიგი  სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში,  რომელსაც  12-25 წლის მოზარდები და ახალგაზრდები, ასევე პედაგოგები,  მშობლები და თემში მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.  სულ შეხვედრაში 136  პირი მონაწილეობდა.

 

საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას განმანათლებელმა მონაწილეებს ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით  მიაწოდა ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თანატოლგანმანათლებლებმა გაავრცელეს ბუკლეტები თამბქოს, ალკოჰოლიზმის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, აივ ინფექცია/შიდსის, ნარკომანიის, ჯანსაღი კვების, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების საკითხებზე

 

სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებული იქნა პროექტის „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის  და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი,  აშშ საელჩოს  (US Embassy Tbilisi, Georgia)  ფინანსური მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია