დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი შშმ პირებისათვის
2015/01/22 15:42:41

22 იანვარს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში  გაიმართა  ტრენინგი პროფესიულ ორიენტაციაში. ტრენინგს  დასაქმების კონსულტანტი სოფიო ონიანი უძღვებოდა.

 

სოფიო ონიანი: „საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 60 შშმ პირი გაივლის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგს. თეორიული კურსის გარდა, ბენეფიცარებს პრაქტიკულადაც ვეხმარებით  რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენაში. გვაქვს გასაუბრების სიმულაციური თამაშები“.

 

პროფესიული ორიენტაციის ტრენინგს  პროექტის  12 ბენეფიციარი ესწრებოდა. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ CV და სამოტივაციო წერის  სპეციფიკას.

 

თინათინ გოგლიჩიძე, ტრენინგის  მონაწილე: „სამსახურის ყველა მაძიებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის ტრენიგი. დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია