საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოხალისეობის პრაქტიკა აშშ-ში
2015/01/22 15:40:08

2015 წლის 21 იანვარს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სემინარს თემაზე: „მოხალისეობის პრაქტიკა აშშ-ში“, რომელსაც მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ბეტსი ჯენსონი და ანნა იანგ უძღვებოდნენ. სემინარის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის, როგორც საზოგადოებრივი სარგებელის და მასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. ამერიკელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მოხალისეობის არსზე, მნიშვნელობასა და თავიანთ პირად გამოცდილებაზე, მშვიდობის კორპუსის საქმიანობასა და მოხალისეთა პრაქტიკაზე აშშ-ში. 

 


სემინარი ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისპროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია