დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეაჩერე C ჰეპატიტი
2015/01/22 15:36:03

სსიპ ქალაქ ქუთაისის 14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“  ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო აქციას  „შეაჩერე C ჰეპატიტი“  შეუერთდნენ.

 

აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლასა და თემში ჩაატარეს ვიდეოგამოკითხვა თემაზერა ვიცით C ჰეპატიტის შესახებ“. გამოკითხვით  დადგინდა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით  ძალიან დაბალი იყო,  ამიტომ პირველ ეტაპზე  აღნიშნულ თემაზე დაიგეგმა ტრენინგი,  . ტრენინგს  სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თინათინ გოჩელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო  C ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებ,ესაუბრა  ორგანიზმში  ინკუბაციის პერიოდსა და დაავადების  თავიდან აცილების გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა,  რომ  C ჰეპატიტი განკურადია და სტიგმა, თითქოს ამ დაავადების მქონე ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისათვისმითია. ტრენინგი ინტერაქტიული იყო. მონაწილეებმა  ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ამ დაავადების შესახებ.

 

აქციის ფარგლებშიქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთანთანამშრომლობით დაიბეჭდა კლუბის წევრების მიერ შექმნილი ფლაერები და დარიგდა სკოლასა და თემში.

 

სამოქალაქო კლუბი დაფუძნებულია პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International–  USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია