დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარმატებული ,,English Speaker’s Club’’
2015/01/21 17:53:47

ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მეგობრების წრე!

 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში  ,,English Speaker’s Club’’ –მა მუშაობა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად მუდმივი წევრების რაოდენობა 10 ადამიანით განისაზღვრებოდა, კლუბის მუშაობებს მშვიდობის კორპუსის მოხალისე თამი თიმერი თავის ამერიკელ კოლეგებთან ლეტოია პალესთან ერთად უძღვებოდა, კლუბის წევრებს ჰქონდათ საშუალება კვირაში ერთხელ, 2 საათის განმავლობაში ინგლისურ ენაზე სხვადასხვა თემებზე ესაუბრათ. ამის გარდა ყოველი კვირის დასასრულს არაფორმალურ გარემოში ხვდებოდნენ ერთმანეთს  და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ – მათთვის საინტერესო თემებზე. 2012 წელს იანვრიდან მოთხოვნა ინგლისური ენის კლუბზე ძალიან გაიზარდა, საკლუბო  მუშაობაში 48 პირი იყო ჩართული.

 

მარინა თვალთვაძე: მე ვიყავი ,,English Speaker’s Club’’–ის წევრი და კლუბური მუშაობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა ენის ცოდნის გაუმჯობესების . არა მხოლოდ ფორმალურ გარემოში, არამედ არაფორმალურ სივრცეშიც. არცერთი შეხვედრა არ ჰგავდა ერთმანეთს და რაც მთავარია, ყოველი მეცადინეობის, ან შეკრების შემდეგ საგრძნობლად უკეთესად ვფლობდი ენას, მდიდრდებოდა ჩემი სიტყვათა მარაგი.“

 

„English Speaker’s Club”-ის მუშაობა დღემდე გრძელდება. ამჯერად კლუბურ მუშაობას ისევ ამერიკელი, მშვიდობის კორპუსის მოხალისე ბეტსი ჯენსონი უძღვება –  თავის ამერიკელ კოლეგებთან ერთად. კლუბის მუშაობის პროცესში გამოყენებულია: სიტყვების თამაში, სცენარების წაკითხვა, ისტორიების დაწერა, ამერიკული და ბრიტანული გადაცემების ყურება, მუსიკალური ტექსტების განხილვა და სხვადასხვა ტიპის დისკუსიები იმ თემებზე, რომლებიც აინტერესებთ კლუბის წევრებს.

 

 კლუბი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურ ენაზე მეტყველების, კომუნიკაციის , გამოთქმის, მოსმენის უნარ–ჩვევები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი.

 

კლუბის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მობილური ჯგუფი შეიქმნას, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ინგლისურად საუბრის პრაქტიკული გამოცდილება.

 

 

ქგგდც

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია