ქუთაისის მერიასთან დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური მერიას აღარ დაემორჩილება. აღნიშნული სამსახური ცენტრალიზებული ხდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ცვლილება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროისთვის გადაბარებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ცხოველების მართვის სამსახური გამოეყო, რომელიც ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება.