საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლიდერთა ზამთრის სკოლა
2015/01/20 17:27:35

2015 წლის 12 -18 იანვარს, „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ [ANI] პროექტის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წევრებისათვის ლიდერთა ზამთრის სკოლა  მოეწყო.

ერთკვირიანი ზამთრის სკოლის ფარგლებში, პროექტის ახალგაზრდული ცენტრების 40 ყველაზე აქტიურ  წევრს 13 ქალაქიდან (ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, მარნეული, გარდაბანი და თბილისი) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ   ტრენინგებ  სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პრეზენტაციის მომზადების ტექნიკებზე, მულტიმედიაზე, ტექსტუალურ რედაქტირებაზე, ფოტოგრაფიასა და ნიუსის მომზადებაზე. ლიდერთა სკოლაში  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი აკაკი საღინაძეც მონაწილეობდა.

გარდა  აკადემიური ნაწილისა, ლიდერთა სკოლის ფარგლებში მიმდინარეობდა  ვორქშოფები, სადაც მონაწილეებმა  პრაქტიკულ დავლებებზე იმუშავეს, განვითარეს  უნარები და რეგიონებში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის  მოამზადეს სხვადასხვა მედია პროდუქტი.

  გარდა სასწავლო კომპონენტისა, ლიდერთა სკოლის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში’’.

 

ლიდერთა სკოლა მოეწყო ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშიპროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი იმერთის მხარეში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრია. 

 

ქგგდდც

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია