დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზოგადი მენეჯმენტის კურსი – თქვენი დასაქმების მეტი შანსი
2015/01/20 17:19:45

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (KEDEC) მუდმივად   საგანამანათლებლო პროგრამებს სთავაზობს მათ,  ვისაც სურთ პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა.  

 

საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და რეიტინგული ტრენინგ–კურსი ზოგადი მენეჯმენტია. რომელსაც  დღეს–დღეობით  82  კურსდამთავრებული ყავს.  მათ შორის ერთ ერთი გაგა ჩიხლაძეა.


გაგა ჩიხლაძე:  გავიარე ზოგადი მენეჯმენტის ტრენიგ– კურსი, მივიღე თეორიული ცოდნა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, რომელიც ძალიან გამომადგა შემდგომში ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ძალიან მომეწონა გარემო და ტრენერები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ყოველ მეცადინეობაზე გვაოცებდნენ.


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან, ხარისხიან სწავლებასა და გადახდის მოქნილ გრაფიკთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცების და დასაქმების შესაძლებლობას. პირადად მე, 2 თვის დასრულებული მქონდა სასწავლო კურსი, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და  ხორცპროდუქტების კომპანია „ონიმას“  მარკეტინგულ განყოფილებაში სტაჟირება შემომთავაზეს. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო ჩემთვის, რადგან დღეს, ძალიან ცოტას თუ ეძლევა ასეთ წარმატებულ კომპანიაში  სტაჟირების შესაძლებლობა.


მე, ყველა ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს და ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, ვურჩევდი დაუკავშირდეს  KEDEC ის საგანმანათლებლო პროგრამებს,  აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ, ვინც თავისი საქმე კარგად იცის და თქვენთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ‘’

ზოგადი მენეჯმენტის  კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს მენეჯმენტის თეორია და გამოიმუშაოს ორგანიზაციის მართვის პრაქტიკული უნარ–ჩვევები.  ტრენინგების მიზანი კი საჯარო, კერძო ან არასამთავრობო სექტორში  უკვე დასაქმებული ან დასაქმების მსურველი მენეჯერების მომზადება  გახლავთ.

 კურსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრენინგ–პროგრამის დასრულების შემდეგ  წარმატებული კურსდამათავრებულები სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირებას გადიან, რაც მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე  ზრდის.  შესაბამისად მეტია დასაქმების შანსიც.

კურსი სულ ოთხი თვე, 48 მეცადინეობა გრძელდება.

  

 ზოგადი მენეჯმენტს  ტრენინგ პროგრამა  4 მოდულისაგან შედგება და ითვალისწინებს მენეჯერული საქმიანობისთვის საჭირო ყველა კომპონენტის კომპლექსურ სწავლებას:  

ü მოდული I – პროფ. ორიენტაცია    

ü  მოდული II – ორგანიზაციული მართვა/ოფის მენეჯმენტი

ü მოდული III – მარკეტინგი და PR მენეჯმენტი

ü  მოდული IV – ფინანსური მენეჯმენტი.

კურსი გამორჩეულია იმითაც, რომ მას  მაღალ კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან, რომლებსაც სხვადსახვა ორგანიზაციებში წამყვანი თანამდებობები უჭირავთ.  

 

ფინანსური მართვის ტრენინგ–კურსის   ტრენერი გია ჭუმბურიძე. 

(2009 აგვისტოდან –ს.ს. სიქლნეტი / გაერთიანებული ტელეკომი –  იმერეთის ფილიალის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;

ივლისი 2003 - აპრილი 2005 –  CERMA – საწარმოთა რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი – ტრენერი;

მაისი 1995 – ივლისი 2003 – BSC (Business Support Centre) - ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი – ბიზნეს მრჩეველი;  ტრენერი;

1988 – 1995 – ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი – პროფესორის ასისტენტი,  – ლექტორი.);

მარკეტინგისა და ფინანსური აღრიცხვის ტრენინგ-კურსის  ტრენერი – ინგა ბოჭორიშვილი.
შემოსავლების სამსახური–ქუთაისის სერვის ცენტრის უფროსი;

PUM / ნიდერლანდების სამეფოს მიერ დაფინანსებული პროექტი “საერთაშორისო ექსპერთა დახმარების პროექტი“ –ადგილობრივი წარმომადგენელი

სს „ელექტროკავშირი“ -ს „გაერთიანებული ტელეკომი“ / სს “სილქნეტი”– იმერეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილე

CERMA - საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი–პროექტების/ჯგუფის ხელმძღვანელი

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი/საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი–ტრენერი / მარკეტინგი

ორგანიზაციული მართვისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგ–კურსის ტრენერი    ლია კილაძე  (2008 წ–დან   დღემდე – ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი;  2006–2007  – World Vision საქართველო – ქუთაისის სათემო ცენტრის დირექტორი;  2004 – 2006  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი.)


ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგ – კურსი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში  25 იანვრიდან დაიწყება, ასე რომ, იჩარეთ –  გაზარდეთ თქვენი დასაქმების შანსი. 

 

ქგგდდც

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია