დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავსტრიაში წარმოშობით ქართველი სერიული მკვლელი დააკავეს
2015/01/20 16:05:17

ავსტრიაში, ინტერპოლით ძებნილი ასლან გაგიევი დაკავეს, რომელსაც კავკასიაში სერიულ მკვლელობებში ედება ბრალი. 



ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ასლან გაგიევი ვენის ვაგზალზე დააკავეს. დაკავების მომენტში მას ბულგარეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, დაკავებულისთვის პოლიციელების გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა და მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია.



ავსტრიის ხელისუფლება გაგიევის რუსეთში ექსტრადირებას გეგმავს.



2014 წლის დეკემბერში, ინტერპოლის რუსულმა ბიურომ ავსტრიის ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ გაგიევი შესაძლოა ავსტრიაში ყოფილიყო.



2014 წლის აგვისტოში მოსკოვში გაგიევის ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. მათ ფაქტიურად მთლიანი არსენალი ჩამოართვეს, მათ შორის 27 ცალი ავტომატი, 22 პისტოლეტი, 36 ყუმბარა, თვითნაკეთი მოწყობილობები, ასევე საგზაო პოლიციისა და სხვა საგანგებო სამსახურების კონფლექტური უნიფორმები და ხელის რაციები.



ასლან გაგიევი წარმოშობით ქართველია და ის მეტსახელ „ჯაკო“-თია ცნობილი. მან რუსეთი 2013 წელს დატოვა. გაგიევის უკან უამრავი დანაშაული, მათ შორის 2000 წლის ბოლოს ჩრდილოეთ ოსეთში ხელისუფლების, სამართალდამცველების და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა დგას.



წინასწარი მონაცემებით, 2013-2014 წლებში გაგიევმა პირადად სულ მცირე 6 ადამიანი მოკლა 3 კი სასიკვდილოდ დაჭრა.



გაგიევს რუსული საინფორმაციო სააგენტოები როგორც, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონტრდაზვერვის თანამშრომელს მოიხსენიებენ, რომელსაც სხვა მკვლელობებთან ერთად ბრალი, 2008 წელს ვლადიკავკაზის მერის ვიტალი კარაევის მკვლელობაშიც ედება.

 

წყარო: http://www.newspress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია