დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამეგრელოში დევნილებს ბინები ელექტროგამაცხელებლითა და გაზის გამათბობლით გადაეცემათ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/20 13:13:31

სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს,  კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის აპარატთან ერთად დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ბლერიმ მუჰაჯერმა, მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.


სამშენებლო სამუშაოებს ახალსოფელშ,ი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. შენობის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.  თითოეულ ბინაში დამონტაჟდება წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის. მშენებლობაში ჩართულია 20-მდე დევნილი და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებათებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. დევნილთათვის გამოიყოფა მცირე საგრანტო თანხებიც, რომლებიც მიზნობრივად გაიცემა.

 

დანიის ლტოლვილთა საბჭომ კეთილმოაწყო ახალსოფლის საბავშვო ბაღი, რომელსაც შეუძლია 50-მდე ბავშვის მიღება.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია