საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბერლინში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/01/20 12:18:39

ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ მიმდინარეობის პარალელურად, სადაც ქართული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა.  გალერეის გახსნის ღონისძიებას  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის გალერეა კომპანია  „ტიბანელმა“ გახსნა,  რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.


გალერეაში, რომელიც  ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Saviniplatz--ზე მდებარეობს,  მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე  ღვინის გალერეაში  კომპანიების -„მეღვინეობა გრანელი“,  „ასკანელი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „ყვარლის სარდაფი“, „ალავერდისღვინოები“-  25 დასახელების  პროდუქცია  იქნება წარმოდგენილი.  გალერეაში  ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებისგამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. 


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  განაცხადა,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ  ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია.   ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის  მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება.  ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და   ეს ფაქტიც  ამის ნათელი დადასტურებაა.


ქართული ღვინის გალერეის ერთ-ერთი მფლობელი მიხაილ ქეცნა აღნიშნავს, რომ ბერლინში პირველი ქართული ღვინის გალერეა გახსნაქართული ღვინის სიყვარულმა გადააწყვეტინა.  „ქართულღვინოსდიდიხანიავიცნობდაძალიანმიყვარს. განსაკუთრებითმნიშვნელოვანიასაფერავისჯიშისღვინო. ჩემსორპარტნიორთანერთადდავგეგმეესპროექტიდაიმედიგვაქვს, რომწარმატებულიიქნებადაქართულღვინისგერმანელთაყვანისმცელემელთარიცხვიკიდევუფროგაიზრდება“, - აღნიშნა მიხაილ ქეცნამ.


ღვინის გალერეის გახსნას  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია