საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენად ნიჭიერია თქვენი ბავშვი? - ტესტი მშობლებისთვის
2015/01/20 11:40:12

შეკითხვებზე უპასუხეთ "კი" ან "არა". 


1. ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს საგნისთვის უჩვეულო გამოყენება მოეძებნა?
2. იცვლის თავის მიდრეკილებებს?
3. ხატავს აბსტრაქტულ სურათებს?
4. უყვარს მის მიერ წარმოსახული ნივთების ხატვა?
5. უყვარს ფანტასტიკური მოთხრობები?
6. მოთხრობებს ან ლექსებს ხომ არ თხზავს?
7. მოსწონს თავსატეხები?
8. რაიმეს თავის გემოზე გადაკეთების სურვილი ხომ არ აქვს?
9. სიბნელის ეშინია?
10. ოდესმე ახალი სიტყვა ხომ არ გამოუგონებია?
11. თვლიდა ამ სიტყვას ყველასათვის გასაგებად?
12. უცდია ავეჯის თავის გემოზე გადაადგილება?
13. პატარაობისას თვითონ ხვდებოდა თუ არა ნივთის დანიშნულებას?
14. ტანსაცმლის არჩევისას უფრო მეტ მნიშვნელობას საკუთარ გემოვნებას ანიჭებს?
15. აქვს თავისი სამყარო, რომელიც ირგვლივ მყოფთათვის შეუღწევადია?
16. ეძებს თუ არა იმის ახსნას, რაც ჯერ არ ესმის?
17. ხშირად გთხოვთ გარეშე მოვლენების ახსნას?
18. უყვარს არაილუსტრირებული წიგნების კითხვა?
19. იგონებს გასართობ თამაშებს?
20. ახსოვს ან გიყვებათ სიზმრებსა და განცდილ შთაბეჭდილებებს?
ყოველ დადებით პასუხზე დაწერეთ 1 ქულა და შედეგები შეაჯამეთ.



18-20 ქულა - ბავშვი ძალიან გონიერია. გარე სამყაროზე საკუთარი აზრი აქვს. ყველანაირად ეცადეთ, ხელი შეუწყოთ შემდგომ განვითარებაში.


13-17 ქულა - ბავშვი თავის შესაძლებლობებს ყოველთვის არ იყენებს. მოფიქრებული და საზრიანია მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც თავად არის რამით დაინტერესებული.


7-12ქულა - ბავშვი საკმაოდ გონიერია, მაგრამ შემოქმედებითი მოღვაწეობა ნაკლებად იტაცებს.


4-6 ქულა - შემოქმედებითად აზროვნებას მხოლოდ ექსტრემალურ ვითარებაში იჩენს. უფრო კი პრაქტიკული საქმიანობისადმი აქვს მიდრეკილება. 


4-ზე ნაკლები ქულა - ბავშვს აკლია გამჭრიახობა და საზრიანობა. სამაგიეროდ ნებისმიერი საქმის საუკეთესოდ შემსრულებელია. 

 

წყარო: http://mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია