დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიუმრში სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა
2015/01/20 09:45:25
სომხეთის ქალაქ გიუმრში, ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
„მიუხედავად ადგილობრივი და უცხოელი ექიმების ძალისხმევისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით", - ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გიუმრში სომხეთის შინაგანი ჯარის მობილიზება მოხდა. 

12 იანვარს, გიუმრში, ავეტისიანების ოჯახის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილია რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი. ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმას სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ვალერი პერმიაკოვისთვის სომხური მხარისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია