საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა კანონები და წესები აქვთ ქართველ მასონებს?(ინტერვიუ მასონთან)
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/19 11:38:05

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით ინგლისურ ენაზე გამომეხმაურა საკმაოდ უცნაური სახელწოდების „ფეისი“ - საქართველოს თავისუფალი მასონები (Georgian freemasons). გაბედულად ვუთხარი, რომ მასონობა, როგორც თემა, ჩემთვის არასერიოზულობის სფერო იყო და მასონთა არსებობის არ მჯეროდა. ცოტა ხნის შემდეგ პროფესიული ინტერესი გამოვიჩინე და მცირე მიმოწერა გავმართეთ. რამდენიმე კითხვით მივმართე ინკოგნიტო რესპონდენტს. რესპონდენტის სტატუსი, სახელი, ასაკი, სქესი და საკონტაქტო ინფორმაცია საიდუმლო დარჩა, რადგან მან რეალურ შეხვედრასა და სატელეფონო კომუნიკაციაზე უარი მითხრა. გთავაზობთ ონლაინ რეჟიმით ჩაწერილ ინტერვიუს  „საქართველოს თავისუფალ მასონთან“, რომლის ერთ-ერთი დევიზიც რუსულ ენაზე ასე ჟღერს: Плати добром за зло!

 

- რა არის მასონობა?

 

- ეს არის საგანმანათლებო ორგანიზაცია, რომლის უახლესი ისტორია ითვლის 200 წელს. უფრო ღრმა ფესვებზე არ ვილაპარაკებ.  მასონობა აერთიანებს ადამიანების ჯგუფს, რომელთაც აქვთ ერთნირი ინტერესები და იდეალები. მასონები არიან ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ორდენის კანონებს და წესებს.  თანამედროვე ენაზე მასონობას თავისუფლად შეიძლება დავარქვათ კლუბი, რომელსაც აქ თავისი შიდაგანაწესი. მასონობა კლუბიძველი ტრადიციებით.

 

- რა განსხვავებაა მასონობასა და სატანიზმს შორის?


- მე კარგად არ ვიცნობ სატანისტებს,  მაგრამ, შემიძლია, გითხრათ, რომ განსხვავება ისეთივეა, როგორიც ღამეს და დღეს შორის, უფრო კონკრეტულად გეტყვით, როგორც სინათლდა სიბნელ შორის!


- თქვენი ლოჟაწმინდა გიორგი“, რომელიც არის უკრაინის დიადი ლოჟის იურისდიქციის ქვეშ, განმასხვავებელი ნომრით 10, რით განსხვავდება სხვა ლოჟებისგან, რომლებსაც მასონური სახელები აქვთ?

 


- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისთვის მოიფიქროს მასონური სახელი.  წმინდა გიორგი წარმოადგენს რეგულარულ და ლეგიტიმურ ლოჟას უკრაინის იურისდიქციის ქვეშ და აღიარებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.  ყალბის და ნამდვილის გარჩევა მარტივია, უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ გვერდზე და ნახოთ, რომელი იურისდიქციის ქვეშ არის ესა თუ ის ლოჟა და მათი აღიარებების სია!



- როგორ შეუძლია ადამიანს გახდეს მასონი?

 

- მთავარია, პრეტედენტმა იქონიოს სურვილი და მონახოს გზა.


- რა მოთხოვნები აქვს მასონურ ლოჟას კანდიდატისადმი?

 

- ჰქონდეს რწმენა ღმერთის არსებობის, იყოს თავისუფალი, თავისი ქვეყნის კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი მოქალაქე.

 


- ადამიანები რატოარ ენდობიან მასონებს? არის თუ არა მასონებისგან რაიმე საფრთხე? რა საფრთეები შეიძლება ელოდეს საზოგადოებას მასონებისგან?

 

- ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა ხალხს უნდა დაუსვათ. მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს არცოდნის გამოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონები და წესები, ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ არც ვეთანხმებით და არც უარყოფთ ჭორებს, აქდან გამომდინარე, ჩვენ კარგიობიექტი ვართ ბრალდებებისთვის. ასევე ჩვენი ჩაკეტილობა შეიძლება იყოს საეჭვო. გაურკვევლობა ბევრს აშინებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენგან საზოგადოებისთვის არანაირი საფრთხე არ არის მოსალოდნელი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია