საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შსს - დანაშაულმა გასულ წელს 16%-ით იკლო
2015/01/17 10:52:19

შსს-მ გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულისა და გახსნილი საქმეების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

 

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი,  2014 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 59,56%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15,35%.

 

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებული დანაშაული 2014 წლის იანვარ-დეკემბერში ასე გამოიყურება:

 

2014 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 26479 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17805 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67,24%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,45 %.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია