პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძებას უამრავი ბავშვი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ აღსაზრდელებიც.
საახალწლო წვეულებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები.
ღონისძიებაზე მიწვეული ბავშვების გართობაზე წამყვანი - გიორგი გოგიჩაიშვილი, სტუდია „ბზიკები“, „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, თოვლის ბაბუები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ბავშვებს საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრებიც გადაეცათ.
ქგგდც