დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ აქციას შეუერთდა
2015/01/16 18:07:25

ქუთაისი C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ აქციას უერთდება. 


ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, დეპუტატები და კლინიკა LG-ის მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს აქციაში „შეაჩერე C” ჩაერთო. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს, ჩაერთონ „STOP C“-ს აქციაში, რადგან რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.

 

„მივიღეთ გამოწვევა და შევუერთდით ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „შეაჩერე C”. აქცია მიმართულია ერთ-ერთი ძლიერი ვირუსის დამარცხებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროგრამა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვება და მიეხმარება ამ პროგრამის განხორციელებას,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ,


კლინიკაში აქციას ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.

 

შეგახსენებთ, აქციაში ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე PSNEWS.GE-მაც გამოიწვია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია