დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საცხოვრებელი ფართი 10 ათას დევნილ ოჯახს დაუკანონდება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/16 13:29:17

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის დაწყებიდან ორი თვეში სამინისტროს თანამშრომლებმა 857 ობიექტი შეისწავლეს, სადაც 12 063 ოჯახი ცხოვრობს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 10 000 დევნილ ოჯახს დაუკანონდება. დარჩენილმა ოჯახებმა ფართების დაკანონებაზე უარი განაცხადეს და ისინი ბინებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.


ამ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს დევნილთა საცხოვრებელი ფართების აზომვას და ოჯახების აღწერას,   რის შემდეგაც მოხდება მიღებული მონაცემების დამუშავება  და კომისიისათვის გაცნობა.  კომისიის გადაწყვეტილებით, დამუშავებული სიები დასამტკიცებლად მთავრობას გაეგზავნება. მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დევნილი ოჯახების საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდება.

 

http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=56953 - როგორ ცხოვრობენ დევნილები წყალტუბოში )

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია