დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასწორად ჩატარებული მიწის რეფორმების შედეგები ზემო იმერეთში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/16 13:02:42

არასწორი აგროპოლიტიკა, რომელიც კომუნისტური პერიოდის შემდეგ ტარდებოდა, ისედაც მცირემიწიან საქართველოში სახნავ-სათესების დეფიციტს ქმნის. ახალი მიდგომების მიხედვით, საჭიროა ნაკვეთების გაერთიანება-გამსხვილება და კოოპერირების მასშტაბების გაზრდა, თუმცა ადვილი შესაქმნელი არ არის იდეალური ვარიანტი ,,კოოპერატივი-სოფელი“, რაზედაც უკვე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. საჩხერესა და ჭიათურაში, სადაც სახნავების რაოდენობა ისედაც მცირეა, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მოგვაწოდა სოფლის მეურნეობის აკადემიურმა დოქტორმა ნიკოლოზ კიკნაველიძემ:


 

1992 და 1998 წლის მიწის რეფორმების შემდგომ მიწები ძალიან დანაწევრდა საქართველოში. მიწების დანაწევრებამ, სახნავი მიწების მასივების 20% დაგვაკარგ. კერძოდ, დანაწევრებულ მიწას აუცილებლად უნდოდა მისასვლელი გზები, რომ ყველა მიწის მფლობელს სამანქანო გზით შეძლებოდა საკუთარ ფართობთან მისვლა. დანაწევრებული მიწების დამუშავების ხარჯები დაახლოებით თითოეულ ფერმერს გაეზარდა 10%-ით, შემოკავებულ ფართობებში (შემოღობილ) ხარჯები გაიზარდა 20%-ით, რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეეზღუდა საბრუნავი არეალი. შესაბამისად, ტრაქტორები მუდამ მუშაობენ პირველი და მეორე სიჩქარით, მუდმივი სიჩქარის ცვლა, მოკლე მანძილზე ტრაქტორის ბრუნვამ თავისთავად გაზარდა საწვავის ხარჯები, ხოლო ნიადაგის დამუშავების ხარისხი კი გაუარესდა. სამწუხაროდ, მიწების დანაწევრებამ უფრო დიდი დაღი იმერეთს დაასვა. პრაქტიკულად, ამოვარდა სიმინდის თესვა მექანიზებული წესით სახერისა და ჭიათურის სოფლებში.  ამოვარდა აგრეთვე კლტივაცია და სხვა თანმხვედრი ოპერაციები, რადგან სიმინდის სათესის მინიმალური სიგანე 4,2 მეტრია, მწკრივში თესვას, ან კულტივაციას სჭირდება საყანე მასივის თავსა და ბოლოში მოსაბრუნი ადგილები, რომ ტრაქტორი ისე ჩადგეს მწკრივში. ტრაქტორმა რომ ნათესზე არ გადაიაროს, შესაბამისად, ტრაქტორის მოსაბრუნი ადგილები 8 მეტრის სიგანის უნდა იყოს, რაც დანაწევრებულ ფართობებზე თითქმის შეუძლებელია. თანდათან მცირდება იმ ხანდაზმულ გლეხთა რიცხვი, რომლებიც ხელით თოხნიან, შესაბამისად, ბოლო წლებში წლიდან წლამდე მცირდებოდა დამუშავებული ფართობების რიცხვი. დასანანია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში შპს მექანიზატორსრამოდენიმე ერთეული სიმინდის სათესი აგრეგატი აქვს, რომელიც თითქმის ვერ იტვირთება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია