დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამი – პირველი ბედნიერი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი...
2015/01/16 11:35:27

ებრაელების გამჭრიახ გონებაზე ლეგენდები დადის, და არცთუ უსაფუძვლოდ. „მოსეს შვილების“ გონებამახვილური ანდაზები და გამონათქვამები გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ სამყაროს ჩვენეულ აღქმაში.

 

 

შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ებრაულ ანდაზებს.

 

1. ფულის ქონა არც ისე კარგია, რამდენადაც ცუდია უფულობა.

 

2. ადამი – პირველი ბედნიერი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი.

 

3. თუკი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ფულით, ის არა პრობლემა, არამედ ხარჯია.

 

4. ღმერთმა ადამიანს იმის გამო მისცა ორი ყური და ერთი პირი, რომ ბევრი მოისმინოს და ცოტა ილაპარაკოს.

 

5. ღმერთს არ შეუძლია იყოს ყველგან ერთდროულად – ამიტომაც მან შექმნა დედები.

 

6. ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები მწარე, თორემ შამფურზე წამოგაგებენ.

 

7. ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.

 

8. ადამიანმა თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო უნდა იცხოვროს.

 

9. ღმერთი იცავს ღატაკებს, სულ მცირე, ძვირადღირებულთა ცოდვებისგან.

 

10. მსოფლიო გაქრება არა ადამიანების სიმრავლის, არამედ არაადამიანთა სიმრავლის გამო.

 

11. როცა არაფერია საკეთებელი, დიადი საქმეების კეთება გვიწევს.

 

12. ყველა განიცდის ფულის უქონლობას, ტვინის უქონლობას კი – არავინ.

 

13. სჯობს მოკვდე სიცილით, ვიდრე შიშით.

 

14. გამოცდილება – სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს უწოდებენ.

 

15. ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.

 

წყარო: 4motivi.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია