საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
PSNEWS.GE უერთდება აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“!
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/01/15 21:59:11

გაზეთი P.S. (“პოსტსკრიპტუმი“) და საინფორმაციო სააგენტო www.psnews.ge უერთდება ჯანდაცვის  სამინისტროს  აქციას  ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“  და იღებს საინფორმაციო სააგენტო "topnews.com.ge"- გამოწვევას.

 

ჩვენი გზავნილებია

დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობა ყველასათვის,

მეტი ინფორმირება  რეგიონებში,

მკაცრი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება!

 

 ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“!აქციაში მონაწილეობის მისაღებად psnews.ge იწვევს: ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს, პარლამენტარ გიორგი თევდორაძეს, და ქუტაისის მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს.

 

შეგახსენებთ, რომ  2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა,  საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოხატონ და სამინისტროს 3 გზავნილი მისწერონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხებასამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო პროექტი თებერვალში დაიწყება და მისი მიზანი, მედიკამენტის მიწოდებასთან ერთად, სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია